16 ნოემბერი 2024,   10:32
ვრცლად
ქარტია დარიგებული აქვს პარტიებს, დროც არის საკმარისი, რომ გაეცნონ და შემოუერთდნენ ან შენიშვნები გამოთქვან - გიორგი მსხილაძე

პრეზიდენტი პარტიების პასუხებს ელოდება - ვინ შეუერთდება და ვინ არა სალომე ზურაბიშვილის ინიციატივას, რომელმაც ოპოზიციურ სპექტრს ერთი მიზნის გარშემო გაერთიანება შესთავაზა.

სამოქმედო გეგმის მიხედვით, ოპოზიციურმა პოლიტიკურმა ძალებმა უნდა მოაწერონ ხელი შეთანხმებას, რომლის მიხედვითაც, არჩევნების შემდეგ ისინი ტექნიკურ მთავრობას შექმნიან, გააუქმებენ გამჭვირვალობის შესახებ და სხვა კანონებს, იმუშავენ რეფორმებზე, რის შემდეგაც, რიგ გარეშე საპარლამენტო არჩევნებს დანიშნავენ. 

საქართველოს პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანი, გიორგი მსხილაძე ამბობს, რომ დოკუმენტი აქვთ პარტიებს გადაეცათ და მათ საკმარისი დრო აქვთ მის გასაცნობად. 

"ქარტია დარიგებული აქვს პარტიებს და დროც არის საკმარისი იმისთვის, რომ აღნიშნული პარტიები გაეცნონ ქარტიას და შემოუერთდნენ ან თავისი შენიშვნები და მოსაზრებები გამოთქვან. ალბათ რამდენიმე დღეში პარტიების პოზიციები უფრო დეტალურად გვეცოდინება," - აცხადებს გიორგი მსხილაძე.

 

 

დღის ამბები