ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის თემაზე ისევ ურთიერთ ბრალდებები ისმის - "ლელოს" ლიდერები ტენდერში ჩინური კონსორციუმის გამარჯვების გამო ხელისუფლებას აკრიტიკებენ და აცხადებენ, რომ თავის დროზე პროექტის განხორციელებას ხელი მთავრობამ შეუშალა.
"რუსული ინტერესების შემოყვანას ცდილობს "ქართული ოცნება" ამ ქვეყანაში. იცის, რომ კარებში ვერ შემოიყვანს ამ ინტერესებს და ფანჯრიდან ცდილობს შემოაფაროს რუსული ინტერესები იმ კომპანიისა, რომელსაც ათეულობით ქვეყანაში აქვს დარღვეული შრომითი უსაფრთხოების სტანდარტები, კორუფციის რისკები, მოსყიდვა საჯარო მოხელეების. "ქართულ ოცნებას" შემოჰყავს რუსული ინტერესები ანაკლიის პორტში,“ - აცხადებს პარტიის ”ლელო საქართველოსთვის” გენერალური მდივანი ირაკლი კუპრაძე.
"ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" გენერალური მდივანი პეტრე ცისკარიშვილი ამბობს, რომ მთლიანობაში ანაკლიის პორტი გადადის რუსული კონტროლის ქვეშ გადადის.
"იქიდან გამომდინარე, რომ საქართველო რუსული კანონის გამო მოექცა იზოლაციაში დასავლეთიდან არავინ შემოვა. ისევ დასჭირდება ან რუსული, ჩინური ან სხვა ამ მიმართულების ინვესტიციები ან ფულის მოზიდვა და მთლიანობაში რეალურად ანაკლიის პორტი გადადის რუსული კონტროლის ქვეშ. ეს ჩინურ-სინგაპურული კომპანიის და ვითომ ინვესტორის შემოყვანა არის ყველაფერი ტყუილი. სინამდვილეში სქემა აქვთ ისე აწყობილი. ისიც ტყუილია, რომ საქართველოს სახელმწიფოს მფლობელობაში იქნება 51%. შეიძლება დღეს იყოს ხვალ, მაგრამ რამდენიმე წლის თავზე ეს 51%-იც აღარ ექნება ქვეყანას,“ - აცხადებს პეტრე ცისკარიშვილი