29 ივნისი 2024,   11:39
ვრცლად
ომის 833 დღე - უკრაინის მთელს ტერიტორიაზე საჰაერო განგაშია გამოცხადებული

უკრაინის მთელს ტერიტორიაზე ამ წუთებში საჰაერო განგაშია გამოცხადებული - მიზეზი რუსეთიდან “მიგ-31“-ის აფრენაა, რომელიც “კინჟალის“ ტიპის ჰიპერბგერითი რაკეტების მატარებელია. მანამდე რუსულმა ძალებმა ხერსონის ოლქი დაბომბეს, არიან დაშავებულები. იერიში მიიტანეს ოკუპანტებმა ხარკოვისა და სუმის ოლქებზეც.

უკრაინაში აშშ-ის საელჩოს განცხადებით, ორმაგი მოქალაქეობის მქონე მამაკაცების ნაწილი, რომელთა ასაკიც 18-დან 60 წლამდეა, ქვეყნიდან გასვლას ვეღარ შეძლებენ.

“შეერთებული შტატები მზად არის ითანამშრომლოს ევროპულ ქვეყნებთან, რუსეთის გაყინული აქტივების უკრაინის სასარგებლოდ გამოსაყენებლად,“ - ამის შესახებ სახელმწიფო დეპარტამენტის სპიკერმა მეთიუ მილერმა პრესკონფერენციაზე განაცხადა.

დღის ამბები