28 სექტემბერი 2024,   05:23
ვრცლად
გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრის კონკურსის “მწვანე ჯილდო“ გამარჯვებულები გამოვლინდნენ

გარემოს დაცვის მსოფლიო დღის ფარგლებში, გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრის კონკურსის “მწვანე ჯილდო“ გამარჯვებულები გამოვლინდნენ.

კონკურსში პედაგოგები და აღმზრდელები მთელი ქვეყნის მასშტაბით მონაწილეობდნენ. გამარჯვებულთა დაჯილდოების ღონისძიებას 170-მდე სტუმარი, მათ შორის, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი ესწრებოდა.

გარდა ამისა, სიგელები გადაეცათ აფხაზეთის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს თანამშრომლებს გარემოს დაცვაში შეტანილი წვლილისთვის.

დღის ამბები