28 სექტემბერი 2024,   08:48
ვრცლად
13 ივნისის ტრაგედიიდან 9 წელი გავიდა

13 ივნისის ტრაგედიიდან 9 წელი გავიდა. დედაქალაქში დაღუპულებს დილიდან იხსენებენ. გარდაცვლილთა მემორიალი მოქალაქეებმა ყვავილებით შეამკეს.

2015 წელს მდინარე ვერეს ხეობაში მომხდარმა სტიქიამ 21 ადამიანი იმსხვერპლა, ორი კი ამ დრომდე დაკარგულად ითვლება. უსახლკაროდ დარჩა რამდენიმე ათეული ოჯახი.

სტიქია 9 წლის წინ, გვიან ღამით დაიწყო. წყალდიდობის შედეგად მთლიანად დაიტბორა სვანიძის ქუჩა, დაზიანდა ვაკე-საბურთალოს დამაკავშირებელი ესტაკადა. წყალმა დაფარა გმირთა მოედანი და “მზიურის“ პარკი. თითქმის მთლიანად განადგურდა თბილისის ზოოპარკი. ცხოველების დიდი ნაწილი წყალდიდობას ემსხვერპლა, ნაწილმა კი ვოლიერებიდან ქალაქში გაქცევა შეძლო.

დღის ამბები