26 ივნისი 2024,   15:12
ვრცლად
ნეთანიაჰუმ “ჰამასის“ თავდასხმის შემდეგ შექმნილი სამხედრო კაბინეტი დაშალა

ისრაელის პრემიერ-მინისტრმა, ბენიამინ ნეთანიაჰუმ “ჰამასის“ თავდასხმის შემდეგ შექმნილი სამხედრო კაბინეტი დაშალა. ამის შესახებ Reuters წყაროზე დაყრდნობით წერს.

მათი ინფორმაციით, ეს მოსალოდნელი ნაბიჯი იყო მას შემდეგ, რაც კაბინეტი ოპოზიციის ლიდერმა და თავდაცვის ყოფილმა მინისტრმა ბენი განცმა დატოვა. ამის შემდეგ კაბინეტიდან ისრაელის თავდაცვის არმიის გენერალური შტაბის ყოფილი ხელმძღვანელი გადი აიზენკოტიც გავიდა.

სავარაუდოდ, ამიერიდან ნეთანიაჰუმ “ჰამასთან“ ომთან დაკავშირებულ გადაწყვეტილებებს მინისტრების მცირე ჯგუფთან ერთად მიიღებს, რომელშიც თავდაცვის მინისტრი იოავ გალანტი და სტრატეგიულ საკითხთა სამინისტროს ხელმძღვანელი რონ დერმერი შევლენ.

დღის ამბები