წიწამურთან, "ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის" კუთვნილი წყლის ცენტრალური მილსადენის დაზიანების ფაქტზე შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება დაიწყო. შსს-ში ინფორმაციას გვიდასტურებენ.
როგორც შინაგან საქმეთა სამინისტროსი აცხადებენ, ფაქტთან დაკავშირებით გამოძიება სისხლი სამართლის კოდექსის 188-ე და 306-ე მუხლებით მიმდინარეობს, რაც გაუფრთხილებლობით ნივთის დაზიანებას ან განადგურებას და უკანონო ქმედებით გარემოსათვის მნიშვნელოვანი ზიანის მიყენებას გულისხმობს.
სოფელ წიწამურთან, წყალმომარაგების მაგისტრალური ქსელის აღდგენითი სამუშაოები 6 დღეში დასრულდება.