28 სექტემბერი 2024,   08:51
ვრცლად
თბილისში პირველი ეროვნული ურბანული ფორუმი გაიხსნა

თბილისში პირველი ეროვნული ურბანული ფორუმი გაიხსნა. ორი დღიანი ღონისძიება ვიცე-პრემიერმა ლევან დავითაშვილმა გახსნა.

მთავარი თემებია - თანამედროვე საერთაშორისო ურბანული ტენდენციები ქალაქმშენებლობით პროცესში. პანელურ სესიებზე ექსპერტები სივრცითი მოწყობის ეროვნულ კონცეფციას განიხილავენ.

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის, ლევან დავითაშვილის განცხადებით, მნიშვნელოვანია, რომ სივრცითი დაგეგმვა იყოს ადეკვატური განვითარების.

“ძალიან მნიშვნელოვანია, რომ სივრცითი დაგეგმვა იყოს იმ პრიორიტეტების ადეკვატური, რომელიც ქვეყანას გააჩნია. საჭიროა ოპტიმალურად გამოვიყენოთ ჩვენი ქვეყნის ტერიტორიული განვითარების ის უპირატესობები, რომელიც ამ კუთხით გაგვაჩნია. მათ შორის, მაქსიმალურად დავძლიოთ ის გამოწვევები და შევქმნათ ისეთი გარემო, რომელიც იქნება ადამიანისთვის კომფორტული. ასევე, პერსპექტიული იქნება ეკონომიკური განვითარებისთვის. მნიშვნელოვანია, რომ სივრცითი დაგეგმვა ადეკვატურად და სწრაფად ხდებოდეს, რათა თავიდან ავიცილოთ ქაოსური განაშენიანება", - განაცხადა ლევან დავითაშვილმა.

დღის ამბები