28 სექტემბერი 2024,   08:45
ვრცლად
თბილისში პროფესორ გიორგი გახელაძეს ეძებენ

მწერალი ირმა მალაციძე სოციალურ ქსელში, მეუღლის, გიორგი გახელაძის დაკარგვის შესახებ ინფორმაციას ავრცელებს. სამძებრო სამუშაოებში ჩართულია პოლიცია.

“არ მჯერა, რომ ამას ვწერ, მაგრამ სხვა გზა არ მაქვს! გიორგი გუშინ დილით გავიდა სახლიდან და არ დაბრუნებულა. ტელეფონი გათიშულია. ვერ ვპოულობთ ვერსად, არ უნახავს არავის. პოლიციაში განვაცხადეთ და ეძებენ.

გთხოვთ, თუ ვინმეს გუშინ გქონდათ მასთან კომუნიკაცია, ან სატელეფონო, ან ნახეთ, მომწერეთ. უცნობებისთვის ვწერ - გიორგი გახელაძე, სიმაღლე 180 სმ. ეცვა ღია ფერის პერანგი და მუქი ფერის შარვალი. თან ჰქონდა ზურგჩანთა. თუ რაიმე ინფორმაცია გაქვთ, დამირეკეთ: 599311090“,- წერს დაკარგულის მეუღლე.

დღის ამბები