28 სექტემბერი 2024,   08:47
ვრცლად
ხანმოკლე წვიმა ელჭექით, სეტყვა და ქარის გაძლიერება - უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი

გარემოს ეროვნული სააგენტო ამინდის მოსალოდნელი გაუარესების შესახებ მოსახლეობას აფრთხილებს.

“20 -დან 22 ივნისამდე საქართველოში მოსალოდნელია ხანმოკლე წვიმა ელჭექით, ზოგან ძლიერი, სეტყვა და ქარის გაძლიერება.

მოსალოდნელმა ნალექებმა საქართველოს მდინარეებზე შესაძლებელია წყლის დონის მნიშვნელოვანი მატება, პატარა მდინარეებზე წყალმოვარდნები, ხოლო გორაკ-ბორცვიან და მთიან ზონებში მეწყრულ-ღვარცოფული პროცესების ჩასახვა-გააქტიურება გამოიწვიოს. (საფრთხის დონე საშუალო)“. - ნათქვამია სააგენტოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

დღის ამბები