28 სექტემბერი 2024,   08:51
ვრცლად
საბერძნეთში ხანძარს ებრძვიან - ბოლო 24 საათში სიცხისა და ქარიშხლის შედეგად 60-ზე მეტი ხანძრის კერა გაჩნდა

საბერძნეთში ხანძარს ებრძვიან. ბოლო 24 საათის განმავლობაში, სიცხისა და ქარიშხლის შედეგად 60-ზე მეტი ხანძრის კერა გაჩნდა. სახანძრო სამსახური მოუწოდებს ყველა მოქალაქეს, გამოიჩინონ განსაკუთრებული სიფრთხილე და ხანძრის გაჩენის შემთხვევაში, დაიცვან მითითებები ევაკუაციის შესახებ.

ხანძრის ქრობის პროცესში მეხანძრეებთან ერთად ჩართულები არიან მოხალისეებიც. ათენის გარეუბანში მასშტაბური ხანძრის სალიკვიდაციო პროცესში 150-მდე მეხანძრე-მაშველი, ავიაცია და 45 სატრანსპორტო საშუალებაა ჩართული.

დღის ამბები