28 სექტემბერი 2024,   09:44
ვრცლად
უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის სამ კანდიდატს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა მხარი დაუჭირა

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის სამ კანდიდატს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა მხარი დაუჭირა. ამასთან, კომიტეტმა მხარი დაუჭირა საკითხს, რომლის თანახმად, კანდიდატებს პლენარულ სხდომაზე განხილვის გარეშე უყრიან კენჭს.

როგორც იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ განმარტა, ეს ყველაფერი დასკვნაში აისახება. კომიტეტი რეკომენდაციას გასცემს, კენჭისყრის შედეგად, გიზო უბილავა, ბადრი შონია და გოჩა ჯეირანაშვილი უზენაესი სასამართლოს მოსამართლეებად აირჩიონ. განხილვას არ დაესწრო ოპოზიცია. 

სხდომაზე კანდიდატებმა კითხვებს უპასუხეს. ანრი ოხანაშვილმა კითხვა დაუსვა უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ერთ-ერთ კანდიდატს, გიზო უბილავსას, რას ფიქრობს სიტყვა "კლანზე" და როგორ ესმის მისი განმარტება. 

"თქვენი აზრით, რით არის განპირობებული, რომ 2012 წლამდე ჩვენ სასამართლოსთან მიმართებაში სიტყვა "კლანი", რომ სასამართლოს მართავს "კლანი" არ ფიქსირდება. ე.წ. დაბრენდვა ხდება და ამით ხდება სტიგმატიზება, იერიშის მიტანა სასამართლოზე და ა.შ. რასთან გვაქვს საქმე თუ გიფიქრიათ და თუ ეთანხმებით ამ ტერმინს და როგორ გესმით ეს სიტყვა?" - მიმართა კითხვით ანრი ოხანაშვილმა.

ამასთან დაკავშირებით უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატმა, გიზო უბილავამ აღნიშნა, რომ სასამართლოში არავითარი "კლანი" არ არსებობს. 

"წლების განმავლობაში ერთი ფაქტიც ვერ დაასახელეს, ან რას უწოდებენ კლანს. არავითარი კლანი არ არსებობს სასამართლოში. ჩემთვის გაუგებარია, ასე უსაფუძვლოდ იმის ძახილი, რომ თითქოს და კლანი არსებობს სასამართლოში. ეს ქვეყნის შიგნით სისტემას აყენებს ზიანს", - აღნიშნა გიზო უბილავა.

 

დღის ამბები