01 ივლისი 2024,   14:56
ვრცლად
"ვერ აცნობიერებს კარგად მის მიერ ჩადენილი ქმედებების შინაარსს" - რას ამბობს ცრუ შეტყობინების ფაქტზე დაკავებულის ადვოკატი

ტერორიზმის შესახებ ცრუ შეტყობინების ფაქტზე დაკავებულ პირს ბრალი წაუყენეს. დაკავებულის ადვოკატი აცხადებს, რომ მისი დაცვის ქვეშ მყოფი ჩადენილი ქმედებების შინაარს კარგად ვერ აცნობიერებს. დაკავებული, ამ ეტაპზე, დუმილის უფლებას იყენებს. 

"ტერორიზმის შესახებ ცრუ შეტყობინებას ედავებიან. წარუდგინეს ბრალი. ამ ეტაპზე, სხვას ვერაფერს ვერ გეტყვით, საქმის მასალები აქ მაქვს, ჯერ არ გავცნობილვარ. ფსიქიკური ჯანმრთელობის პრობლემები აქვს და, ზოგადად, ვერ აცნობიერებს კარგად მის მიერ ჩადენილი ქმედებების ხასიათს და შინაარსს. დარეკა თუ არ დარეკა, ამ ეტაპზე, ამის არც დადასტურება შემიძლია და არც უარყოფა," - აცხადებს დაკავებულის ადვოკატი. გიგი სვანიძე

შეგახსენებთ, რომ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ინფორმაციით, დაკავებულმა მამაკაცმა, 6 მაისს, ბათუმის ერთ-ერთ მსხვილ სავაჭრო ცენტრში ასაფეთქებელი მოწყობილობის არსებობის შესახებ შეტყობინება განახორციელა. გამოძიება 331 მუხლით მიმდინარეობს, რაც 3-იდან 6 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს.

 

 

დღის ამბები