29 ივნისი 2024,   11:38
ვრცლად
კუნძულ ჰიდრაზე ტყის ხანძრის გაჩენის საქმეზე 13 ადამიანი დააკავეს - ყველა მათგანი საბერძნეთის მოქალაქეა

საბერძნეთის კუნძულ ჰიდრაზე ტყის ხანძრის გაჩენის საქმეზე 13 ადამიანი დააკავეს.

ხელისუფლების ინფორმაციით, ხანძარი კუნძულის ტყეში იახტიდან გაშვებული ფეიერვერკის შედეგად გაჩნდა. საბერძნეთის სახანძრო სამსახურის ცნობით, 13-ვე დაკავებული საბერძნეთის მოქალაქეა.

ამასთან, განცხადებაში არ არის ნახსენები იახტა. როგორც მეხანძრეები აცხადებენ, ამჟამად სიტუაცია კონტროლს ექვემდებარება.

დღის ამბები