28 ივნისი 2024,   13:37
ვრცლად
ჩვენ ვწყვეტთ მაღალი დონის პოლიტიკურ კონტაქტებს ან განვიხილავთ ფინანსური მხარდაჭერის ზოგიერთი ნაწილის შეჩერებას, რომელიც პირდაპირ მთავრობას მიეწოდება - ჯოზეფ ბორელი საქართველოზე

ლუქსემბურგში ევროკავშირის საგარეო საქმეთა საბჭოს, სადაც საქართველოს საკითხსაც განიხილავენ, ვროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი, ჯოზეფ ბორელი ხელმძღვანელობს.

მთავარი თემები ღაზა და უკრაინაა, თუმცა საქართველოში განვითარებული პროცესებიდან გამომდინარე, დღის წესრიგში შევიდა ჩვენი ქვეყნის საკითხი - უფრო კონკრეტულად კი, უნდა იმსჯელონ იმ ზომებზე, რასაც რეზონანსული კანონის დამტკიცების საპასუხოდ მიიღებენ.

როგორც საბჭოს სხდომის დაწყებამდე ჟოზეფ ბორელმა განაცხადა, დოკუმენტი, რომელსაც თავად წარადგენს, ძირითადად მოიცავს ფინანსური დახმარების კომპონენტის გადახედვას.

"არ უნდა დაგვავიწყდეს საქართველო. ჩვენ ვაპირებთ განვიხილოთ საქართველოში არსებული ვითარება. და ერთი რამ ცხადია, საქართველოსთვის ევროკავშირის წევრობისთვის კარი ღიაა. მაგრამ თუ ხელისუფლება იმავე გზას გააგრძელებს, რასაც აკეთებენ, ეს კარი დაიხურება. მაგიდაზე საქართველოს შესახებ სრულ ანალიზს დავდებთ, თუ რისი გაკეთება შეგვიძლია და ამას მინისტრები განიხილავენ. ასე რომ, არ დაელოდოთ კონკრეტულ გადაწყვეტილებებს დღეს. ეს არის პოლიტიკური ორიენტაციის დებატები. მაგრამ, მოკლევადიან პერსპექტივაში არის ზომების მიღების შესაძლებლობა. მაგალითად, ევროპის სამშვიდობო მექანიზმის მხარდაჭერის შეწყვეტა. ჩვენ ვწყვეტთ მაღალი დონის პოლიტიკურ კონტაქტებს, ან განვიხილავთ ფინანსური მხარდაჭერის ზოგიერთი ნაწილის შეჩერებას, რომელიც პირდაპირ მთავრობას მიეწოდება. ჩვენ არ გვინდა მშვიდობიანი მოსახლეობაზე ეს აისახოს. ჩვენ არ გვინდა მეტი ტკივილი მივაყენოთ ქართველ ხალხს. მაგრამ არის გადაწყვეტილებები და ისინი ჩამოთვლილია", - განაცხადა ბორელმა.

დღის ამბები