28 სექტემბერი 2024,   05:29
ვრცლად
პარლამენტის თავმჯდომარე ოპოზიციას მოუწოდებს, დაესწროს პლენარულ სხდომებს

პარლამენტის თავმჯდომარე ოპოზიციას მოუწოდებს, დაესწროს პლენარულ სხდომებს. ამის შესახებ შალვა პაპუაშვილმა ბიუროზე განაცხადა. მისი თქმით, დეპუტატების მოვალეობაა განხილვებში მონაწილეობა, ისინი კი ბოიკოტის არგუმენტს სამსახურის გასაცდენად იყენებენ.

"არასწორი პრაქტიკაა, როდესაც, საკითხის მითითების გარეშე, მოჭრილად უარი იწერება სესიაზე დასწრებაზე, რაც არ არის ე.წ. ბოიკოტის არსი. თითქმის არსად, ყოველ შემთხვევაში, ჩემთვის ცნობილ რეგლამენტებში, არსად არ არის ბოიკოტის წესი, რომელიც, მით უმეტეს, ჩვენთან უბრალოდ გაცდენის საბაბად არის ქცეული ზოგი ოპოზიციის ხელში. ასე რომ, მოვუწოდებ კიდევ ერთხელ ოპოზიციის წარმომადგენლებს, ნუ გააცდენენ საკუთარ სამსახურს. ეს მათი სამსახურია, რომ დაესწრონ სხდომებს და მიიღონ მონაწილეობა განხილვებში“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

ცნობისთვის, ოპოზიციური პარტიების დიდმა ნაწილმა ბოიკოტის რეჟიმი მას შემდეგ გამოაცხადა, რაც "ქართულმა ოცნებამ" "უცხოური გავლენების შესახებ კანონზე" ვეტო დაძლია და დაამტკიცა.

 

დღის ამბები