29 სექტემბერი 2024,   02:21
ვრცლად
ვიღაც ბრიყვები ყოველდღიურად მაკრიტიკებენ საფეხბურთო მიზეზების გარეშე და აღარ შემიძლია ამის მიღება - პოლიტიკისგან ძალიან შორს ვარ - ვილი სანიოლი

6-7 თვის წინ ბევრი მაკრიტიკებდა იმის გამო, რომ მიქაუტაძე სათადარიგოთა სკამზე იჯდა და ბუდუს დავაწყებინე ძირითადში თამაში. ახლა კი ყველაფერი პირიქით ხდება. ვიღაც ბრიყვები ყოველდღიურად მაკრიტიკებენ საფეხბურთო მიზეზების გარეშე, - ამის შესახებ საქართველოს ეროვნული ნაკრების წევრმა ვილი სანიოლმა გერმანიაში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

მისი თქმით, პოლიტიკისგან ძალიან შორსაა.

"აღარ შემიძლია ამის მიღება. მე ფეხბურთის მწვრთნელი ვარ, ვინ ითამაშებს და ვინ არა, ეს მხოლოდ ჩემი გადასაწყვეტია, არჩევანი ხდება მხოლოდ საფეხბურთო კუთხით და შემადგენლობასთან დაკავშირებით გადაწყვეტილებას მხოლოდ მე ვიღებ“, - განაცხადა სანიოლმა.

 

დღის ამბები