30 ივნისი 2024,   02:01
ვრცლად
გილოცავთ ამ საოცარ გამარჯვებასა და დიდებულ თამაშს, ვზეიმობთ საქართველოს ყველა გულშემატკივართან ერთად - აშშ-ის საელჩო

საქართველოში აშშ-ის საელჩო საქართველოს პორტუგალიასთან გამარჯვებას ულოცავს.

"საქართველოს ნაკრები აგრძელებს გაუტეხელი სულის ჩვენებას!

გილოცავთ ამ საოცარ გამარჯვებასა და დიდებულ თამაშს. ვზეიმობთ საქართველოს ყველა გულშემატკივართან ერთად!" - აღნიშნულია აშშ-ის საელჩოს მილოცვაში.

ევროპის ჩემპიონატზე დებიუტანტმა საქართველომ პორტუგალიის ნაკრები ანგარიშით 2:0 დაამარცხა და, შედეგად, მერვედფინალში გავიდა.
 
პირველი გოლი, მატჩის მე-2 წუთზე ხვიჩა კვარაცხელიამ გაიტანა, ხოლო მეორე გოლი, დანიშნული თერთმეტმეტრიანის წყალობით - გიორგი მიქაუტაძემ.
დღის ამბები