23 აგვისტო 2026,   05:37
ვრცლად
ქართული ინოვაცია "ციფრული უნივერსიტეტი" ციხის და სასჯელაღსრულების სისტემების ევროპულმა ორგანიზაციამ სამ საუკეთესო პროექტს შორის დაასახელა​

ქართული ინოვაცია "ციფრული უნივერსიტეტი" ციხის და სასჯელაღსრულების სისტემების ევროპულმა ორგანიზაციამ სამ საუკეთესო პროექტს შორის დაასახელა. ყოველწლიურ ჯილდოზე ევროპის ქვეყნების 37 პროექტი იყო წარდგენილი.

ქართული ინოვაციის წარმატებაზე სოციალურ ქსელში დაწერა იუსტიციის მინისტრმა.

"სასწაულები რომ ხდება და ქართველებს ყველაფერი შეგვიძლია კიდევ ერთხელ დავამტკიცეთ. სოფიაში გამართულ ევროპული სასჯელაღსრულების სისტემების ყოველწლიურ კონკურსში სამეულში შევედით. ეს დიდი წარმატება ბევრი ღირსეული ადამიანის გონივრული და მონდომებული შრომის შედეგია," - წერს რატი ბრეგაძე.

დღის ამბები