02 ივლისი 2024,   17:05
ვრცლად
ნიგერიაში, თვითმკვლელმა ტერორისტებმა თავდასხმები ქორწილსა და დაკრძალვაზე შეკრებილებზე განახორციელეს - დაღუპულთა შორის ბავშვები არიან

ნიგერიის ჩრდილო-აღმოსავლეთით მდებარე ბორნოს შტატში მომხდარი აფეთქებების სერიის შედეგად, სულ მცირე, 18 ადამიანი დაიღუპა და 30 დაშავდა. დაღუპულებს შორის ბავშვები არიან.

ადგილობრივი გამოცემების ცნობით, შტატის საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოში აცხადებენ, რომ თვითმკვლელმა ტერორისტებმა თავდასხმები ქორწილსა და დაკრძალვაზე შეკრებილებსა და საავადმყოფოზე განახორციელეს.

თავდასხმებზე პასუხისმგებლობა, ჯერჯერობით, არავის აუღია.

დღის ამბები