04 ივლისი 2024,   18:58
ვრცლად
რეჟისორი და მსახიობ-მეთოჯინე ბახვა წერედიანი გარდაიცვალა
რეჟისორი და მსახიობ-მეთოჯინე, ბახვა წერედიანის გარდაიცვალა - ინფორმაციას კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტრო ავრცელებს. 
 
უწყება მწუხარებას გამოხატავს ქართული თეატრის ამ დანაკლისის გამო და უსამძიმრებს ბახვა წერედიანის ოჯახსა და ახლობლებს.

"საქართველოს კულტურისა და სპორტის სამინისტრო ღრმა მწუხარებას გამოთქვამს რეჟისორის, მსახიობ-მეთოჯინის, ბახვა წერედიანის, გარდაცვალების გამო.

მეთოჯინე რეზო გაბრიაძის თეატრიდან ქუჩაში, რუსთაველის გამზირზე გავიდა. ყოველ საღამოს მართავდა წარმოდგენებს თავისი შექმნილი პერსონაჟებით. "შევქმენი პირველი თოჯინა - მევიოლინე ნიკოლო, რომელიც პაგანინის პროტოტიპია და გავედი ქუჩაში". ბახვა წერედიანის მარიონეტების თეატრს სწორედ ამ თოჯინის სახელი დაერქვა - "ნიკოლო". მევიოლინეს თავის მეწყვილე პიანისტ სებასტიანთან ერთობლივი ნომერი ჰქონდა. შემდეგ შეიქმნა თოჯინები: სტივ ვანდერი, მაიკლ ჯექსონი, ანდრეა ბოჩელი, რომლებიც კარგად ახსოვს რუსთაველის გამზირზე მოსეირნე საზოგადოებას", - აღნიშნულია უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

ბახვა წერედიანმა არაერთი სპექტაკლი შექმნა. ერთ-ერთი ბოლო წარმოდგენაა "უშბა და თეთნულდი", რომელიც მან მესტიის კულტურის სახლში დადგა და 2024 წელს სიღნაღის საერთაშორისო თეატრალურ ფესტივალზე მეორე ადგილიც მოიპოვა.

დღის ამბები