04 ივლისი 2024,   19:11
ვრცლად
ინდოეთში რელიგიურ დღესასწაულზე ჭყლეტის შედეგად, სულ მცირე, 27 ადამიანი დაიღუპა - მათ შორის 3 ბავშვია

ჩრდილოეთ ინდოეთში, რელიგიურ შეკრებაზე ჭყლეტის შედეგად, სულ მცირე, 27 ადამიანი დაიღუპა. როგორც BBC იუწყება, მსხვერპლთაგან 23 ქალი და სამი ბავშვია.

ინციდენტი უტარ-პრადეშის შტატში, ჰატრას რაიონში, ინდუსურ რელიგიურ ღონისძიებაზე - სატსანგზე მოხდა. ადგილობრივი პოლიციის ცნობით, ჯერ უცნობია თუ რა გახდა ჭყლეტის მიზეზი. მედიაში გავრცელებულ ვიდეოებში ჩანს, რომ არიან დაშავებულებიც, რომლებიც სამკურნალოდ საავადმყოფოში გადაიყვანეს.

წყარო: BBC

დღის ამბები