კიევში უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკისა და უნგრეთის პრემიერ-მინისტრის ვიქტორ ორბანის შეხვედრა შედგა.
უნგრეთის პრემიერ-მინისტრი კიევში დღეს ჩავიდა. ომის დაწყებიდან დღემდე, ეს ვიქტორ ორბანის პირველი ვიზიტია უკრაინაში.
ორბანის პრესმდივნის ინფორმაციით, პრემიერ-მინისტრი უკრაინაში, პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკისთან შესახვედრად და უნგრეთ-უკრაინის ურთიერთობების განსახილველად ჩავიდა.