16 ნოემბერი 2024,   15:37
ვრცლად
დემონსტრაციულად უნდათ, რომ საქართველოში დემოკრატია იყოს ფეხქვეშ გათელილი, უცხოური ფულით მოხდეს საქართველოში პოლიტიკური პროცესების წარმართვა - ირაკლი ქადაგიშვილი

უცხოური ფული ქართულ პოლიტიკაში - NDI-ის და გარკვეული საელჩოების შემდეგ, მმართველი გუნდი ამჯერად აქცენტს გაეროზე აკეთებს და მაგალითად მოჰყავს პარტია "ახალის" წევრების შეხვედრა გაეროს განვითარების პროგრამის მხარდაჭერით.

ინფორმაცია და შეხვედრის ამსახველი ფოტოები სოციალურ ქსელში "ახალის" წევრმა ანა გოგოლაძემ გაავრცელა.

ის წერს, რომ პარტიის წევრმა ქალებმა დასავლეთ საქართველოდან, გაეროს განვითარების პროგრამის UNDP georgia-ს მხარდაჭერით, 29-30 ივნისს, ბორჯომში ორდღიანი სამუშაო შეხვედრა გამართეს და ქალთა ორგანიზაციის დაფუძნების საკითხებზე იმუშავეს. ანა გოგოლაძე გაეროს განვითარების პროგრამას მხარდაჭერისთვის მადლობას უხდის.

პარლამენტის საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის თავმჯდომარის ირაკლი ქადაგიშვილის თქმით, ცხადია, რატომაც არ სურთ გამჭვირვალობა, რადგან სურვილი აქვთ, რომ კანონის დარღვევით რევოლუცია და პოლიტიკური მოძრაობები დააფინანსონ.

"დემონსტრაციულად უნდათ, რომ საქართველოში დემოკრატია იყოს ფეხქვეშ გათელილი, ანუ უცხოური ფულით მოხდეს საქართველოში პოლიტიკური პროცესების წარმართვა. ის უცხოური ორგანიზაცია პატივს არ სცემს არა მარტო საქართველოს კანონმდებლობას, თავის ქვეყნის კანონმდებლობასაც არ სცემს პატივს, იმიტომ, რომ მის ქვეყანაშიც აკრძალულია უცხოური ფულით რაიმე პოლიტიკური აქტივობის დაფინანსება და მონაწილეობა. ეს არის ორმაგი სტანდარტი, მათ განცხადებები არ ეზარებათ არაფერზე, მაგრამ განცხადებას არ აკეთებენ ამ საკითხზე. ნათელია, რატომაც არ უნდათ ელემენტარულად, გამჭვირვალობა ჰქონდეთ. ათასგვარი რევოლუცია და პოლიტიკური მოძრაობა უნდათ დააფინანსონ კანონის დარღვევით, მათივე საკუთარი კანონის დარღვევით. ამომრჩეველზე ამას ექნება ნეგატიური გავლენა," - აცხადებს ირაკლი ქადაგიშვილი. 

დღის ამბები