16 ნოემბერი 2024,   15:56
ვრცლად
ვიქტორ ორბანთან ვისაუბრე ჩვენი მეზობლობის ძალიან პრინციპულ საკითხებზე - ვოლოდიმირ ზელენსკი

უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ უნგრეთის პრემიერ-მინისტრთან შეხვედრაზე განხილულ საკითხებზე ისაუბრა.

ზელენსკის განცხადებით, ვიქტორ ორბანთან ძალიან პრინციპულ თემებზე ისაუბრა, რაც უკრაინა-უნგრეთის კეთილმეზობლურ საკითხებს ეხება.

"დღეს, ბატონ პრემიერ-მინისტრ ვიქტორ ორბანთან ვისაუბრე ჩვენი მეზობლობის ძალიან პრინციპულ საკითხებზე, როგორიცაა: ვაჭრობა, ტრანსსასაზღვრო თანამშრომლობა, ინფრასტრუქტურული და ენერგეტიკული საკითხები. ვისაუბრეთ ჰუმანიტარულ საკითხებზეც. ვისაუბრეთ ყველაფერზე, რაც ჩვენი მოქალაქეების ცხოვრებას ეხება უნგრეთში და უკრაინაში, მათ შორის, განვიხილეთ უნგრეთში უკრაინული სკოლის გახსნის საკითხი", - განაცხადა ვოლოდიმირ ზელენსკიმ.

დღის ამბები