16 ნოემბერი 2024,   15:25
ვრცლად
პირდაპირი უცხოური ფული მონაწილეობს ოპოზიციურ პარტიებში, რაც ქართული კანონმდებლობით აკრძალულია - გურამ მაჭარაშვილი

ბორჯომში გამართულ შეხვედრასთან დაკავშირებით, რომელიც UNDP georgia-ს მხარდაჭერით გაიმართა, შეფასებები კეთდება პოლიტიკურ სპექტრში.

საუბარია შეხვედრაზე, რომლის შესახებაც ფოტოები სოციალურ ქსელში "ახალის" წევრმა ანა გოგოლაძემ გაავრცელა. ის წერს, რომ პარტიის წევრმა ქალებმა, დასავლეთ საქართველოდან, გაეროს განვითარების პროგრამის UNDP georgia-ს მხარდაჭერით, 29-30 ივნისს, ბორჯომში, ორდღიანი სამუშაო შეხვედრა გამართეს და იმუშავეს ქალთა ორგანიზაციის დაფუძნების საკითხებზე. 

საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფის "ხალხის ძალა" წევრი, გურამ მაჭარაშვილი ამბობს, რომ უცხოური ფული არ უნდა მონაწილეობდეს ქართულ პოლიტიკაში და გამჭვირვალობის კანონის მიღების ერთ-ერთი მიზეზიც ეს არის.

"ერთ-ერთი მთავარი მიზეზი, რატომაც უნდა მიგვეღო გამჭვირვალობის კანონი, ისიც არის, რომ უცხოური ფული არ უნდა მონაწილეობდეს ქართულ პოლიტიკაში. რაც ჩვენ დადასტურებულად გვაქვს უკვე NDI-ის შემთხვევაში, საელჩოების შემთხვევაში. ახლა უკვე გაეროს შემთხვევაში, რომლებიც პირდაპირ აფინანსებენ ევროპულ საქართველოს, პარტია ახალს და ა.შ. პირდაპირი უცხოური ფული მონაწილეობს ქართულ პოლიტიკაში ოპოზიციურ პარტიებში. შესაბამისად, ქართული კანონმდებლობით აკრძალულია, არა მხოლოდ ქართული კანონმდებლობით, ნებისმიერ წამყვან ქვეყანაში აკრძალულია, რომ უცხოური ფული მონაწილეობდეს ეროვნულ პოლიტიკაში. შესაბამისად, აქ უკვე სამტკიცებელიც არაფერია, რომის უცხოური ძალები, რომლებზეც ჩვენ ვსაუბრობდით, არის რეალური, რომ დაინტერესებულები არიან აქ უხეში ჩარევით ქართულ პოლიტიკაში. საზოგადოება ამას კარგად ხედავს და დარწმუნებული ვარ, რომ გაითვალისწინებს 26 ოქტომბერს,“ - აცხადებს გურამ მაჭარაშვილი. 

ცოტა ხნის წინ, UNDP-ის განცხადება გავრცელდა. ორგანიზაციაში აღნიშნავენ, რომ მათი მიზანი არ არის კონკრეტული პარტიის მხარდაჭერა ან დაფინანსება. ისინი მსგავს შეხვედრებში მონაწილეობას იღებენ მხოლოდ იმ მიზნით რომ ტრენინგს მხარი დაუჭირონ.

დღის ამბები