04 ივლისი 2024,   19:06
ვრცლად
"ეროვნული გაერთიანება" უმრავლესობის მოპოვების გარეშე მთავრობის ფორმირებას არ შეეცდება - მარინ ლე პენი

საფრანგეთის ულტრამემარჯვენე ლიდერის, მარინ ლე პენის განცხადებით, "ეროვნული გაერთიანება" უმრავლესობის მოპოვების გარეშე მთავრობის ფორმირებას არ შეეცდება.

"ცხადია, ჩვენ ვერ დავთანხმდებით მთავრობაში გადასვლას, თუ გადაწყვეტილებების მიღება არ შეგვეძლება. ჩვენ გვინდა მართვა", - განაცხადა მარინ ლე პენმა.

მისივე თქმით, თუ მაკრონი გადადგომას გადაწყვეტს, ის საპრეზიდენტო ბრძოლაში დიდი ენთუზიაზმით შევა.

პარტია "ეროვნული გაერთიანება" პრემიერ-მინისტრობის კანდიდატად პარტიის ამჟამინდელი ლიდერის, 28 წლის ჯორდან ბარდელას წარდგენას გეგმავს. გავრცელებული ინფორმაციით, თავად ლე პენს საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობის მიღება სურს.

დღის ამბები