03 ივლისი 2024,   09:56
ვრცლად
 "ფაშისტებო, წადით" - პარიზში ათასობით ადამიანმა საპარლამენტო არჩევნების პირველ ტურში ულტრამემარჯვენე პარტია "ეროვნული გაერთიანების" გამარჯვება გააპროტესტა

პარიზის "რესპუბლიკის" მოედანზე ათასობით ადამიანი შეიკრიბა და საპარლამენტო არჩევნების პირველ ტურში ულტრამემარჯვენე პარტია "ეროვნული გაერთიანების" გამარჯვება გააპროტესტა - ინფორმაციას France 24 ავრცელებს.

გამოცემის ცნობით, აქციის მონაწილეები სკანდირებდნენ : "ფაშისტებო, წადით". მომიტინგეების უმეტესობა ახალგაზრდა იყო.

შეგახსენებთ, ეგზიტპოლების თანახმად, საფრანგეთის ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების პირველ ტურში მარინ ლე პენის ულტრამემარჯვენე პარტია „ეროვნული გაერთიანება“ 34 პროცენტით ლიდერობს.

საფრანგეთში გაიმართა საპროტესტო აქციები მემარჯვენე რადიკალების წინააღმდეგ. 30 ივნისს ღამით, მას შემდეგ რაც ცნობილი გახდა, რომ საპარლამენტო არჩევნების პირველი ტურის შედეგად ლიდერობს ულტრამემარჯვენე პოპულისტი პოლიტიკოსის, მარინ ლე პენის „ეროვნული გაერთიანება“, იგივე „ეროვნული ფრონტი“, საფრანგეთის ქალაქების ქუჩებში ათასობით ადამიანი გამოვიდა.

გამოცემა Le Figaro-ს ინფორმაციით, პარიზში, რესპუბლიკის მოედანზე შეიკრიბა მემარჯვენე ექსტრემიზმის მოწინააღმდეგე 8 000-მდე ადამიანი. მათ შეუერთდნენ მემარცხენე პოლიტიკოსები.
საპროტესტო აქციები გაიმართა ლიონში, ნანტში, დიჟონში, ლილსა და მარსელში. მედიის ცნობით, პარიზსა და ლიონში აქციები პოლიციასთან დაპირისპირებაში გადაიზარდა. დემონსტრანტების ნაწილმა სამართალდამცავებს ბოთლები და პეტარდები ესროლა. პოლიციამ ცრემლმდენი გაზი გამოიყენა.

ეგზიტპოლის შედეგების მიხედვით, საფრანგეთის ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების პირველ ტურში მარინ ლე პენის პარტია ლიდერობს.

მაკრონის გუნდი, პრაქტიკულად, განადგურდა, – ამის შესახებ საფრანგეთის ულტრამემარჯვენე "ეროვნული გაერთიანების" ლიდერმა, მარინ ლე პენმა განაცხადა.

"ლე პენმა" აღნიშნული განცხადება ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების პირველი ტურის ეგზიტპოლის შედეგების გამოქვეყნების შემდეგ ამომრჩევლებისთვის მიმართვისას გააკეთა.

„დემოკრატიამ თავისი სათქმელი თქვა, ფრანგებმა ეროვნული გაერთიანება და მისი მოკავშირეები სათავეში დააყენეს“, – განაცხადა ლე პენმა.

დღის ამბები