24 ივნისი 2026,   12:48
ვრცლად
სირიელი მიგრანტის მიერ 7 წლის ბავშვის გაუპატიურების გამო, თურქეთში მასშტაბური დარბევები მიმდინარეობს

სირიელი მიგრანტის მიერ 7 წლის გოგონას გაუპატიურების გამო, თურქეთში, უკვე მეორე დღეა, მასშტაბური დარბევები მიმდინარეობს.

თურქეთის პოლიციამ დარბევაში მონაწილე 470-ზე მეტი ადამიანი დააკავა.

ქუჩის დარბევები ბავშვის გაუპატიურებაში ბრალდებული სირიელის დაკავების შემდეგ დაიწყო.

თურქეთის მოქალაქეები სირიელი მიგრანტების ქვეყნიდან გასახლებას მოითხოვენ.

დღის ამბები