05 ივლისი 2024,   21:03
ვრცლად
Meliora 2024 - თბილისის ისტორიის მუზეუმში ბიზნესკონკურსის დაჯილდოების ცერემონია გაიმართა

თბილისის ისტორიის მუზეუმში ბიზნესკონკურსის "Meliora 2024" დაჯილდოების ცერემონია გაიმართა. ღონისძიებაზე წლის საუკეთესო პროექტები და კომპანიები დაასახელეს.

გამარჯვებულები დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებმა და საერთაშორისო ექსპერტებმა დააჯილდოვეს. ღონისძიებას 250 სტუმარი ესწრებოდა.

საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობის განვითარებისა და თანამშრომლობის განყოფილების ხელმძღვანელის, ნიკოლას სენდროვიჩის განცხადებით, ღონისძიებაზე დაჯილდოვდნენ კომპანიები, რომლებიც კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობით გამოირჩევიან.

"მოხარული ვარ, რომ ვიმყოფები კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობის (CSR) დაჯილდოების ცერემონიაზე "მელიორა". ჩვენ ვაჯილდოებთ იმ კომპანიებს, რომლებსაც კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობის გამორჩეული აქტივობები აქვთ დანერგილი თავიანთ საქმიანობაში. "მელიორას" დაჯილდოება კარგი მაგალითია იმის, როგორ მუშაობს ევროკავშირი საქართველოს სამოქალაქო საზოგადოებასთან და ბიზნესასოციაციებთან, რათა დანერგოს პასუხისმგებლობა და მდგრადობა ქართული ბიზნესის ძირითად სტრატეგიებში. პასუხისმგებლობიანი ბიზნესმიდგომები იწვევს გრძელვადიან ფინანსურ წარმატებას, ისევე როგორც - სოციალურ სიკეთეს. ჩვენ მხარს ვუჭერთ მსგავს ინიციატივებს ევროკავშირში, და, ასევე, მჭიდროდ ვთანამშრომლობთ რათა ისინი წარმატებით დაინერგოს საქართველოში. ამ გზით ვაძლიერებთ როგორც კერძო სექტორს, ასევე - სამოქალაქო საზოგადოებას. ადგილობრივი კერძო სექტორი გამოირჩევა დინამიკურობით, და ვიმედოვნებთ, რომ სხვა მრავალ მსგავს ინიციატივას ვიხილავთ სამომავლოდ", - განაცხადა ნიკოლას სენდროვიჩმა.

დღის ამბები