პარლამენტის ვიცე-სპიკერმა, გია ვოლსკიმ ფეხბურთელების წინააღმდეგ წარმოებული ბულინგის მცდელობა შეაფასა და განმარტა, რომ ამ ყველაფერს კარგად ორგანიზებული ჯგუფები აკეთებენ, რომლებსაც ოპოზიცია აკონტროლებს.
მისი შეფასებით, იმ ახალგაზრდა ბიჭების წახალისება, რომლებმაც საქართველოს სახელი მსოფლიო ასპარეზზე გაიტანეს, მეცენატობაა.
"ეს არის კარგად დაორგანიზებული ჯგუფი, რომელიც ამ ბულინგს ინტენსიურად ატარებს. ამ შემთხვევაში, ბულინგის მსხვერპლები ფეხბურთელები არიან. ლიდერებმა გადაწყვიტეს, რომ ამაში მონაწილეობა არ მიიღონ, რადგან ზუსტად იციან, რომ უმადურობა ცუდი ნიშანია. მაგრამ, მობილიზებას უკეთებენ თავის პაიკებს, რომ ამ თემასთან დაკავშირებით განავითარონ ბულინგის პროცესი. ეს ფაქტია და ეს არის უზნეობა. ადამიანები როცა მადლობას იხდიან იმისათვის, რომ მათ მიმართ გაკეთდა ძალიან სერიოზული, მოცულობითი ჟესტი, თუნდაც ბიძინა ივანიშვილის მიმართ, ვინც არ უნდა ყოფილიყო, მადლობას მიიღებდა ამასთან დაკავშირებით. საქართველოს სახელი გაიტანეს მსოფლიო ასპარეზზე კონკრეტულმა ადამიანებმა, ახალგაზრდა, პატარა ბიჭებმა და მათი წახალისება არის მეცენატობა", - განაცხადა გია ვოლსკიმ.