08 ივლისი 2024,   16:33
ვრცლად
პრეზიდენტის სასახლეში საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრობის შესარჩევი კომისიის სხდომა მიმდინარეობს

პრეზიდენტის სასახლეში საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრობის შესარჩევი კომისიის სხდომა მიმდინარეობს. ამ ეტაპზე, კომისია კანდიდატების მიერ წარმოდგენილი დოკუმენტაციის კანონმდებლობასთან შესაბამისობას ამოწმებს.

ათონელის სასახლეში განცხადებების მიღება 1 ივლისს დასრულდა, რეგისტრირებულია სულ 5 განაცხადი. კომისიამ გასაუბრების შედეგად, კანდიდატების კვალიფიკაცია, რეპუტაცია, დამოუკიდებლობა და კეთილსინდისიერება უნდა შეამოწმოს, რის შემდეგაც, პრეზიდენტს რეკომენდაცია გადაეცემა შერჩეული პირების შესახებ. გასაუბრება კანდიდატებთან 11 ივლისს, ონლაინ რეჟიმში ჩატარდება.

"იმისთვის, რომ ამ პროცესს ჰქონდეს უფრო მაღალი ნდობა და ლეგიტიმაცია, აქედან გამომდინარე, პრეზიდენტმა გადაწყვიტა, რომ შეექმნა კომისია. როგორც ერთ-ერთ წევრს მაქვს პატივი, რომ ვიყო ამ კომისიის შემადგენლობაში. ყველა, ვინც დააკმაყოფილებს შესაბამის კრიტერიუმებს, რაც პირველ რიგში, ეს არის კეთილსინდისიერება, ასევე მაღალი პროფესიონალიზმი, ამ კრიტერიუმების ფარგლებში მოხდება კანდიდატების შეფასება," - ამბობს საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის თავმჯდომარე, კომისიის წევრი

 

დღის ამბები