08 ივლისი 2024,   15:47
ვრცლად
ვიმედოვნებ, რომ თქვენს პოზიციასაც გამაცნობთ და ევროპელი პარტნიორების პოზიციასაც - პუტინი ორბანს

უნგრეთის პრემიერ-მინისტრი, ვიქტორ ორბანი და რუსეთის პრეზიდენტი, ვლადიმერ პუტინი მოსკოვში, კრემლში შეხვდნენ.

პუტინის განცხადებით, მას ორბანთან უკრაინასთან დაკავშირებულ ნიუანსებზე სურს საუბარი.

"ვიმედოვნებ, რომ თქვენს პოზიციასაც გამაცნობთ და ევროპელი პარტნიორების პოზიციასაც. იმედი მაქვს, ჩვენ გვექნება შესაძლებლობა გავცვალოთ აზრები ამ რთულ ვითარებაში ორმხრივი ურთიერთობების დამყარების თაობაზე და, რა თქმა უნდა, ვისაუბროთ ყველაზე დიდი ევროპული კრიზისის განვითარების პერსპექტივებზე, ვგულისხმობ უკრაინის მიმართულებით“, - განაცხადა პუტინმა.

 

დღის ამბები