08 ივლისი 2024,   15:37
ვრცლად
როგორ უნდა მივცეთ ხმა ელექტრონულად - საინფორმაციო კამპანიის ფარგლებში, "რუსთავი 2"-ში ცესკოს წარმომადგენლები იმყოფებოდნენ

საინფორმაციო კამპანიის ფარგლებში, დღეს, "რუსთავი 2"-ში ცესკოს წარმომადგენლები იმყოფებოდნენ. როგორ უნდა მივცეთ ხმა ელექტრონულად, საარჩევნო ადმინისტრაციამ ეს ამჯერად ტელევიზიის თანამშრომლებს აუხსნა.

ჩატარდა ხმის მიცემის იმიტირებული პროცესი.

"ჩვენ მედიასაშუალებებთან ურთიერთობის ფარგლებში და ფორმატში, რუსთავი 2-თანაც წარვადგინეთ პრეზენტაცია. დამსწრეებს სიახლეები გავაცანით, რაც უკავშირდება ელექტრონული ტექნოლოგიების გამოყენებას საარჩევნო პროცესში. ასევე, გვქონდა საშუალება რომ იმიტირებულ საარჩევნო ტექნოლოგიური პროცესი გვეჩვენებინა დამსწრეებისთვის. მათ იმიტირებული საარჩევნო ბიულეტენების გამოყენებით მოახერხეს ხმის მიცემა და დარწმუნდნენ იმაში, რომ ეს აპარატურა და ტექნოლოგიები მუშაობს. სანდოდ, საიმედოდ და ზუსტად ითვლის შედეგებს," - ამბობს საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის, საარჩევნო პროცესების მართვის დეპარტამენტის წარმომადგენელი რევაზ ეგაძე.

 

 

დღის ამბები