25 ოქტომბერი 2024,   16:26
ვრცლად
პრემიერ-მინისტრმა, თუშეთში "მთის დღეები" საზეიმო ვითარებაში გახსნა

"მთის დღეები 2024" დაიწყო, ერთ-ერთი მასპინძელია თუშეთი. მთავრობის ინიციატივით ორგანიზებული ღონისძიება, ომალოში უკვე მესამედ იმართება.

თუშეთში იმყოფებოდა საქართველოს პრემიერ-მინისტრი, ირაკლი კობახიძემ "მთის დღეები" საზეიმო ვითარებაში გახსნა.

ორგანიზატორები სტუმრებს, დაუვიწყარ თავგადასავალს ჰპირდებიან. მრავალფეროვანი პროგრამა ყველა ასაკზეა მორგებული.

"აქაურობა უბრალოდ ულამაზესია და მადლობა მინდა გადავუხადო ყველა იმ ადამიანს, ვინც ამ სილამაზეებსა და ტრადიციებს უფრთხილდება. ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენთვის ასეთი დღეების აღნიშვნა, რომელიც, რა თქმა უნდა, მომავალშიც გაგრძელდება,"- აცხადებს ირაკლი კობახიძე.

დღის ამბები