29 სექტემბერი 2024,   05:26
ვრცლად
მსოფლიოში პროგრამული უზრუნველყოფის გლობალური შეფერხების პრობლემა აღმოფხვრილია

მსოფლიოში პროგრამული უზრუნველყოფის გლობალური შეფერხების პრობლემა აღმოფხვრილია. Microsoft-ი აცხადებს, რომ სერვისი უკვე სრულად ფუნქციონირებს.

ქსელის ტექნიკურმა ხარვეზმა, ათობით ქვეყანაში, ქაოსი გამოიწვია. მსოფლიო ავიაკომპანიები, აეროპორტები, ბანკები, სატელევიზიო და რადიო სამაუწყებლო კომპანიები, რკინიგზა და სავაჭრო ქსელები შეფერხებით მუშაობდნენ.

პროგრამული გათიშვა შეეხო ლონდონის საფონდო ბირჟასაც. რამდენიმე ქვეყანაში პრობლემები შეექმნა საკომუნიკაციო ქსელებსა და საგანგებო სიტუაციების სამსახურსაც. გლობალური შეფერხების, მათ შორის Microsoft-ის ოპერატიული სისტემის, მიზეზი ამერიკული კიბერუსაფრთხოების ტექნოლოგიების კომპანიის მიერ უსაფრთხოების პროგრამული უზრუნველყოფის განახლება გახდა.

მსოფლიოს მასშტაბით პროგრამული უზრუნველყოფის გლობალურმა გათიშვამ მცირე ხარვეზი ქუთაისის აეროპორტშიც გამოიწვია.

დღის ამბები