23 ნოემბერი 2024,   07:07
ვრცლად
მსოფლიოს მასშტაბით პროგრამული უზრუნველყოფის გლობალურმა გათიშვამ ქუთაისის აეროპორტში მცირე ხარვეზი გამოიწვია

მსოფლიოს მასშტაბით პროგრამული უზრუნველყოფის გლობალურმა გათიშვამ მცირე ხარვეზი ქუთაისის აეროპორტშიც გამოიწვია. შეფერხების გამო, კატოვიცეს რეისზე რეგისტრაცია 20-წუთიანი დაგვიანებით დაიწყო. როგორც აეროპორტის საინფორმაციო ცენტრში აცხადებენ, რეისი უკვე შესრულდა და ამ დროისთვის სხვა შეფერხება არ არსებობს.

რაც შეეხება ბერლინის რეისს, რომელიც ქუთაისიდან შესრულდა, პოზნანში გადამისამართდა, რადგან ბერლინის აეროპორტი დაიხურა.

ამ დროისთვის, ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში ყველა დაგეგმილი რეისი განრიგის მიხედვით ხორციელდება.

დღის ამბები