06 სექტემბერი 2024,   12:10
ვრცლად
ყველა მუხლი შერჩეულია იმგვარად, რომ არ დაემუქროს საფრთხე საზოგადოებრივ მართლწესრიგს - ნინო წილოსანი "ამნისტიის შესახებ" კანონპროექტზე

პარლამენტის ვიცე-სპიკერმა ნინო წილოსანმა "ამნისტიის შესახებ" კანონპროექტის მნიშვნელობაზე ისაუბრა.

როგორც ნინო წილოსანმა აღნიშნა, კანონპროექტში მუხლები იმგვარად არის შერჩეული, რომ საზოგადოებრივ მართლწესრიგს საფრთხე არ დაემუქროს.

"საინტერესო და მნიშვნელოვანი იყო ის, რომ კანონპროექტს ოპოზიციის ნაკლებად დესტრუქციულმა ნაწილმა - "გირჩმა" და "ევროპელმა სოციალისტებმაც" დაუჭირეს მხარი და გარკვეულწილად მულტიპარტიული მხარდაჭერა გამოვიდა. თავისთავად ვემხრობით ამნისტიის აუცილებლობას და განსაკუთრებით იმ პირობებში, რომ ყველა მუხლი შერჩეულია იმგვარად, რომ არ დაემუქროს საფრთხე საზოგადოებრივ მართლწესრიგს და ის რისკები, რომლებიც ამნისტიის შემდგომ შეიძლება არსებობდეს, იყოს მინიმუმამდე დაყვანილი," - განაცხადა ნინო წილოსანმა.

პარლამენტმა "მნისტიის შესახებ" კანონპროექტი პირველი მოსმენით 19 ივლისის პლენარულ სხდომაზე მიიღო. ინიციატივას მხარი 82-მა დეპუტატმა დაუჭირა.

დღის ამბები