16 სექტემბერი 2024,   10:59
ვრცლად
თელ-ავივში, პოლიციასა და დემონსტრანტებს შორის შეტაკებები მოხდა

თელ-ავივში, პოლიციასა და დემონსტრანტებს შორის შეტაკებები მოხდა. არეულობა მას შემდეგ დაიწყო, რაც პროტესტის მონაწილეებმა ერთ-ერთი ავტომაგისტრალისკენ მსვლელობა დაიწყეს. აქციის მონაწილეების მოთხოვნა უცვლელია.

ისინი ითხოვენ, რომ ნეთანიაჰუმ მიაღწიოს შეთანხმებას მძევლების გათავისუფლების და ცეცხლის შეწყვეტის საკითხზე. უწყვეტი საპროტესტო გამოსვლები თელ-ავივში მას შემდეგ დაიწყო, რაც ისრაელის თავდაცვის ძალებმა რაფაჰში, "ჰამასის" გვირაბში ექვსი მძევლის ცხედარი იპოვეს.

პარალელურად, გაერო კიდევ ერთხელ საუბრობს ღაზაში არსებულ კატასტროფულ ჰუმანიტარულ ვითარებაზე. ღაზის ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ისრაელის არმია ანკლავის სამხრეთ ნაწილში არ უშვებს სამედიცინო პერსონალს, რომელმაც რეგიონში პოლიომიელიტის საწინააღმდეგო ვაქცინაცია უნდა ჩაატაროს.

დღის ამბები