სამხრეთ კორეის ლიგის 24-ე ტურში, "გვანჯუს" ქართველმა ფეხბურთელმა ბექა მიქელთაძემ, შორეული დარტყმით გოლი გაიტანა და თავის გუნდს 1:0 მოაგებინა.
34-ე წუთზე საჯარიმო დარტყმით, მიქელთაძე შეხვედრის ერთადერთი გოლის ავტორი გახდა. ფეხბურთელს ამ სეზონის 12 მატჩში 3 გოლი აქვს გატანილი. "გვანჯუ" 24 ტურის შემდეგ 31 ქულით მეშვიდე ადგილზეა.