"უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ კანონის" გაუქმების მოთხოვნით, საკონსტიტუციო სასამართლოს ამ კვირაში 32 ოპოზიციონერი დეპუტატი მიმართავს.
მათმა ნაწილმა, დღეს, სარჩელს ხელი მოაწერა და კანონის გაუქმებასთან ერთად, მისი დროებით შეჩერება მოითხოვა.
მანამდე სასამართლოს ანალოგიური მოთხოვნით პრეზიდენტმა და არასამთავრობო ორგანიზაციებმა მიმართეს.
"ლელოს" წევრის, დავით უსუფაშვილის განცხადებით, გამჭვირვალობის კანონის გაუქმებასთან დაკავშირებდათ სასამართლოს მიმართეს, რადგან ეს კანონი ქვეყნისმოამავალს საფრთხეს უქმნის.
"მთავარი ამბავი იქნება 26 ოქტომბერს, როდესაც ხელისუფლება შეიცვლება, მაგრამ მანამდე სასამართლოში წასვლაა შესაძლებელი. ეს არის ის თმა, რომელიც არის ზე პარტიული და ზე პოლიტიკური. ეს არ ეხება მიმდინარე თემებს, არ ეხება უახლოეს 2 ან 4 წელიწადს, ეს ეხება ქვეყნის მომავალს", - განაცხადა დავით უსუფაშვილმა.