29 სექტემბერი 2024,   06:25
ვრცლად
რადიკალური ოპოზიცია ყველაფერზეა წამსვლელი, მათ შორის - ტერორისტული აქტების მომზადებასა და მკვლელობაზე - რატი იონათამიშვილი

 

პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარის, რატი იონათამიშვილის განცხადებით, ოპოზიცია "ყველაფერზეა წამსვლელი", მათ შორისის - ტერორისტული აქტის მომზადებასა და მკვლელობაზე.

"უკვე მეექვსე დღეა, მიმდინარეობს გამოძიება ტერორისტული აქტს მომზადებით სახელმწიფო გადატრიალების უმძიმეს მუხლებზე. 6 დღის განმავლობაში, ეს ადამიანები მალავდნენ, რომ გამოძიება ტერორისტული აქტის მომზადებასაც ეხებოდა. ეს არის მთავარი კითხვის ნიშანი, რატომ მალავდნენ ეს ადამიანები, რომ ტერორისტული აქტის მომზადება, ასევე, უკავშირდებოდა "ქართული ოცნების" ლიდერებსა და პარტიის საპატიო თავმჯდომარეს.

საზოგადოებამ ძალიან კარგად იცის, რომ რადიკალური ოპოზიცია, რომელმაც იცის, რომ არჩევნებს წააგებს, ყველაფერზეა წამსვლელი, მათ შორის - ტერორისტული აქტების მომზადებასა და მკვლელობებზეც", - განაცხადა რატი იონათამიშვილმა.

 

დღის ამბები