08 სექტემბერი 2024,   03:33
ვრცლად
ბიძინა ივანიშვილის მკვლელობის მომზადების საქმეზე სუს-ში გამოკითხვაზე მაგომედ იჟიევი იმყოფებოდა

ბიძინა ივანიშვილის მკვლელობის მომზადების საქმეზე, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში გამოკითხვები მიმდინარეობს. უწყებაში უკვე იმყოფებოდა მოქალაქე მაგომედ იჟევი. მან გამოკითხვაზე შესვლამდე ჟურნალისტებთან განაცხადა, რომ არ იცის, რა კითხვები იქნება.

"არ ვიცი, არაფერი არ ვიცი, აბსოლუტურად არაფერი. ამბობენ, რომ კითხვები აქვთ, დამისვამენ და ვუპასუხებ," - აღნიშნა მაგომედ იჟიევმა.

გამოკითხვიდან გამოსვლის შემდეგ კი მან მედიასთან კომენტარის გაკეთება არ ისურვა.

სუს-ში რამდენიმე წუთში კიდევ ერთ პირს ელოდებიან. გამოძიებას მათთან კითხვები აქვს ტერორისტული აქტის მომზადების და სახელმწიფო ხელისუფლების დასამხობად, შეთქმულების საქმის ფარგლებში.

საქმე ეხება უკრაინაში მყოფი, საქართველოს ხელისუფლების ყოფილი მაღალჩინოსნებისა და ძალოვანი უწყებების ყოფილი თანამშრომლების ორგანიზებით და დაფინანსებით, საქართველოში დანაშაულებრივი ქმედებების, მათ შორის, "ქართული ოცნების" საპატიო თავმჯდომარის, ბიძინა ივანიშვილის მკვლელობის მომზადების ფაქტს.

დღის ამბები