29 სექტემბერი 2024,   06:24
ვრცლად
საგარეო საქმეთა სამინისტროში ევროკავშირის წევრი ქვეყნების წარმომადგენლები შეიკრიბნენ

საგარეო საქმეთა სამინისტროში ევროკავშირის წევრი ქვეყნების წარმომადგენლები შეიკრიბნენ.

არსებული ინფორმაციით, მათ უწყებამ გააცნო ანგარიში, ევროკავშირში გაწევრიანებისთვის დათქმული 9 პუნქტის შესრულების საკითხზე.

საგარეო საქმეთა სამინისტროში იმყოფებოდნენ იტალიის და რუმინეთის ელჩები და ევროკავშირის წარმომადგენლობის ხელმძღვანელის მოვალეობის შემსრულებელი ასუნსიონ სანჩეს რუისი.

"საგარეო საქმეთა სამინისტრომ გაგვაცნო საკუთარი ხედვა, რომელიც ევროკომისიის მიერ გაცემულ 9 დათქმასთან დაკავშირებით აქვს და რომელიც გასულ წელს ევროკომისიამ კანდიდატის სტატუსის მიღებასთან ერთად საქართველოს მისცა. შეხვედრისას გავიმეორეთ ის, რაც ევროკომისიამ თქვა და რაც 27 წევრი სახელმწიფოს მიერ ივნისშია მიღებული - ევროკავშირმა გამოხატა შეშფოთება საქართველოში მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით, რომელიც უცხოური გავლენის შესახებ კანონის მიღებას ეხებოდა და რაც უკუსვლა იყო საქართველოსთვის მოლაპარაკებების გახსნის გზაზე.

ცხადია, რომ საგარეო საქმეთა სამინისტროსთან ერთად, ევროკავშირის დელეგაცია განაგრძობს მუშაობას, რომ საქართველომ 9 დათქმა შეასრულოს. ამავე დროს, არ დაგვავიწყდეს, რომ არსებობს ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმება, რომლის მიხედვითაც, რიგი შეთანხმებები გვაქვს და განვაგრძობთ მათზე მუშაობას,"- აცხადებს საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობის ხელმძღვანელის მოვალეობის შემსრულებელი ასუნსიონ სანჩეს რუისი.

დღის ამბები