19 სექტემბერი 2024,   05:06
ვრცლად
რეფინანსირების განაკვეთი დავტოვეთ უცვლელად 8%-ის დონეზე, საქართველოში ინფლაცია მიზნობრივი 3%-ის ქვემოთ ნარჩუნდება - ნათია თურნავა

საქართველოს ეროვნულმა ბანკმა რეფინანსირების განაკვეთი უცვლელად, 8%-ზე დატოვა. უწყებაში მონეტარული პოლიტიკის კომიტეტის სხდომა გაიმართა.

სებში აცხადებენ, რომ მნიშვნელოვანია მონეტარული პოლიტიკის მიმართ ფრთხილი მიდგომა, იმისთვის, რომ ინფლაციამ არ მოიმატოს.

დღეს ინფლაციის მაჩვენებელი მიზნობრივ 3%-ზე დაბლაა. ეროვნული ბანკის განახლებული პროგნოზით, 2024 წელს ინფლაციის მაჩვენებელი დაბალი, საშუალოდ 1.9% იქნება. მომდევნო სხდომა 11 სექტემბერს დაინიშნა.

"მონეტარული პოლიტიკის, იგივე რეფინანსირების განაკვეთი დავტოვეთ უცვლელად 8%-ის დონეზე. საქართველოში ინფლაცია კვლავინდებურად მიზნობრივი 3%-ის ქვემოთ ნარჩუნდება, დაბალია. მიმდინარე წლის ივნისში ფასების საერთო დონე წლიურად 2.2%-ით გაიზარდა, ხოლო საბაზო ინფლაცია როგორც მნიშვნელოვანი კომპონენტი იყო მხოლოდ 1.4%. ინფლაციის მიზნობრივი მაჩვენებლის ფარგლებში შენარჩუნებას ადგილობრივად წარმოებული საქონლის და მომსახურების ინფლაციის სტაბილური დონე განაპირობებს პირველ რიგში. ეს ერთის მხრივ ეკონიმიკაში გრძელვადიანი ინფლაციური მოლოდინების ნორმალიზაციაზე მიუთითებს, რაც თანმიმდევრული მონეტარული პოლიტიკის ასახვაა როგორც გამკაცრების, ასევე დროული შერბილების დაწყების თვალსაზრისით,“ - აცხადებს საქართველოს ეროვნული ბანკის პირველი ვიცე-პრეზიდენტი, პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელი ნათია თურნავა.

დღის ამბები