25 ოქტომბერი 2024,   16:22
ვრცლად
"ხელი მაქვს მოწერილი გაუთქმელობაზე და სხვას ვერაფერს გეტყვით" - ბიძინა ივანიშვილის მკვლელობის მომზადების საქმეზე გამოძიება გრძელდება

ბიძინა ივანიშვილის მკვლელობის მომზადების საქმეზე სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში გამოძიება გრძელდება. უწყებაში ამ წუთებში, მოწმის სტატუსით, მოქალაქე რუმან ავლარიგოვი იმყოფება. შესვლამდე, ჟურნალისტებმა მას კითხვები დაუსვეს, თუმცა მოწმემ კომენტარის გაკეთება არ ისურვა.

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური გარდა, გამოკითხვები მიმდინარეობს თბილისის საქალაქო სასამართლოში. მაგისტრი მოსამართლის თანდასწრებით კიდევ ერთი მოწმე, გიორგი ადამია დაიკითხა.

დაკითხვის შემდეგ, გიორგი ადამია ჟურნალისტის კითხვის საპასუხოდ აცხადებს, რომ ტერორიზმის საქმესთან არანაირი კავშირი არ აქვს.

ადამიას ადვოკატის თქმით, მისი დაცვის ქვეშ მყოფს საქმესთან შემხებლობა არ აქვს, ხოლო იმის გამო, რომ გაუთქმელობაზე აქვს ხელი მოწერილი, საქმესთან დაკავშირებით მეტ კომენტარს ვერ გააკეთებს.

"ტერორიზმის საქმეზე არაფერი არ ვიცი და ზოგადად არანაირ კავშირშია არანაირ ტერორიზმთან. ხელი მაქვს მოწერილი გაუთქმელობაზე და სხვას ვერაფერს გეტყვით", - განაცხადა ადვოკატმა.

დღის ამბები