05 ოქტომბერი 2024,   11:30
ვრცლად
ლოიდ ოსტინმა, 2001 წლის 11 სექტემბრის ტერაქტის ორგანიზატორებთან გაფორმებული საპროცესო შეთანხმება გააუქმა

ლოიდ ოსტინმა, 2001 წლის 11 სექტემბრის ტერაქტის ორგანიზატორებთან გაფორმებული საპროცესო შეთანხმება გააუქმა

აშშ-ის მთავრობამ 2001 წლის 11 სექტემბრის ტერაქტის ორგანიზატორებთან გაფორმებული საპროცესო შეთანხმება გააუქმა. გადაწყვეტილება აშშ-ის თავდაცვის მდივანმა, ლოიდ ოსტინმა მიიღო. ოსტინმა ასევე შეუჩერა უფლებამოსილება ოფიცერს, რომელიც ზედამხედველობას უწევდა სამხედრო ტრიბუნალს, სადაც საპროცესო შეთანხმება გაფორმდა.

შეთანხმების მიხედვით, ბრალდებულები დანაშაულს აღიარებდნენ და, ამის სანაცვლოდ, მათ სიკვდილით აღარ დასჯიდნენ. თავდაპირველად ცნობილი იყო, რომ ეს შეთანხმება სამ პირზე გავრცელდებოდა, თუმცა, აშშ-ის თავდაცვის მდივნის განკარგულებიდან ირკვევა, რომ შეთანხმება ხუთ პირთან და, მათ შორის, ტერაქტების ორგანიზატორთა ლიდერთან, "ალ ქაიდას" წევრთან, ხალიდ შეიხ მუჰამედთანაც გაფორმდა. ყველა მათგანი, უკვე წლებია, გუანტანამოს ციხეში იმყოფება. მათი სასამართლო პროცესი ამ დრომდე არ გამართულა.

დღის ამბები