22 აგვისტო 2026,   23:28
ვრცლად
ფსიქოლოგიურად გადატვირთული ვიყავი, მაგრამ ღმერთს მადლობა, დაგვიფასდა შრომა მეც, ჩემ მწვრთნელებს, ჩემს ოჯახსაც და ყველა იმ ადამიანს, რომელიც ჩემს გამარჯვებას ელოდა - მიყვარხართ, ჩემი გულშემატკივრები არიან ის ძალა, რომელიც მაძლიერებს - ლაშა ტალახაძე

სამგზის ოლიმპიური ჩემპიონის, ლაშა ტალახაძის განცხადებით, სწორედ გულშემატკივრები არიან ის ძალა, რომელიც მას აძლიერებს.

მისი თქმით, მესამე ოლიმპიური მედალი მისთვის ძალიან მნიშვნელოვანია.

"მესამედ მოვიპოვე ოლიმპიური ჩემპიონის ტიტული, რაც ძალიან მნიშვნელოვანი იყო ჩემთვის. ძალიან ბევრს ვშრომობდი, ძალიან ბევრს ვფიქრობდი ამისთვის, ბოლო წლებიდან გამომდინარე. თითქმის ერთი წელია, საერთაშორისო ფიცარნაგზე არ ვმდგარვარ, რაც მეუცხოვა კიდეც და, ასე რომ ვთქვათ, ფსიქოლოგიურად გადატვირთული ვიყავი ამ შეჯიბრზე, მაგრამ ღმერთს მადლობა, დაგვიფასდა შრომა მეც, ჩემ მწვრთნელებს, ჩემს ოჯახსაც და ყველა იმ ადამიანს, ვინც ელოდებოდა ჩემს გამარჯვებას პარიზის ოლიმპიურ თამაშებზე. მიყვარხართ, ჩემი გულშემატკივრები არიან ის ძალა, რომელიც მაძლიერებს", - განაცხადა ლაშა ტალახაძემ.

დღის ამბები