12 სექტემბერი 2024,   22:19
ვრცლად
ავიაკატასტროფა ტაილანდში - კერძო თვითმფრინავის ჩამოვარდნის შედეგად, სავარაუდოდ, 7 ტურისტი და 2 პილოტი დაიღუპა

ტაილანდში ავიაკატასტროფა მოხდა - კერძო თვითმფრინავის ჩამოვარდნის შედეგად, სავარაუდოდ, 7 ტურისტი და 2 პილოტი დაიღუპა. ინფორმაციას Dailymail-ი ავრცელებს. 

ადგილობრივი მედიის ცნობით, თვითმფრინავი ჭაობში ჩამოვარდა და ცეცხლი გაუჩნდა. თვითმფრინავი ბანგკოკის აეროპორტიდან სამხრეთ-დასავლეთ სანაპირო რეგიონში მიფრინავდა, რომელიც თავისი პლაჟებით არის ცნობილი.

ადგილობრივების ინფორმაციით, თვითმფრინავის ჩამოვარდნის შემდეგ, აფეთქების ხმა გაიგეს. 

ამ დროისთვის, მაშველები უგზო-უკვლოდ დაკარგულ მგზავრებსა და ეკიპაჟის წევრებს ეძებენ. მედიის მიერ გავრცელებულ კადრებში თვითმფრინავის ნამტვრევები და მგზავრების ტყეში გაფანტული პირადი ნივთები ჩანს.

დღის ამბები