12 სექტემბერი 2024,   22:13
ვრცლად
მდინარე მტკვარში მოზარდს ეძებენ

გორში, მდინარე მტკვარში მოზარდს ეძებენ. როგორც "რუსთავი 2"-ს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში განუცხადეს, სამძებრო სამუშაოები უკვე რამდენიმე საათია მიმდინარეობს.

არსებული ცნობით, მოზარდი გოგონაა, რომელიც მდინარეში საბანაოდ შევიდა. სამძებრო სამუშაოები სხვადასხვა ლოკაციაზე მიმდინარეობს. ადგილზე მობილიზებულია პოლიცია და სასწრაფო დახმარების ბრიგადები.

დღის ამბები